სადაზღვევო კომაპანია “ალდაგი ბისიაის” გრანდიოზული აქცია ჯიპებისთვის – მოემზადეთ ზამთრისთვის!

ჯიპების აქცია

სტატისტიკური მაჩვენებლებით  ზამთის პერიოდში დაახლოებით 10% –ით  მატულობს ავარიული შემთხვევები.

სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანია “ალდაგი  ბისიაი”  ავტომფლობელთათვის  ახალ საზამთრო აქციას იწყებს სახელწოდებით „მოემზადე ზამთრისთვის“. ზამთრის განმავლობაში კომპანია უპრეცენდეტო პირობებს შესთავაზებს მომხმარებლებს. აქციის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ ჯიპები  გამორჩეულად  დაბალ 3.8%  დააზღვიონ და ისარგებლონ ავტოდაზღვევის სრული პაკეტით. აქციაში “მოემზადე ზამთრისათვის” ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს, ვისი ავტომობილებიც 2003 წელს ზემოთ არის გამოშვებული. თუმცა, ქალბატონებისათვის ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს.

ვფიქრობ, იდეალური შეთავაზებაა ყველასათვის ვისაც ყავს ჯიპი და ვინც სათხილამურო სპორტის მოყვარულია  და ხშირად უხდება სიარული ბაკურიანისა და გუდაურის მიმართულებით.

 

ორსულების დაზღვევა – დაეზღვიე როცა გჭირდება

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე უკვე შესაძლებელი გახდა ორსულობის დაზღვევა, რაც ძალიან საინტერესო ფაქტია. ბაზრის განვითარებისთვის ორსულობის დაზღვევა წინ გადადგმული ნაბიჯია. მსგავსი ინოვაციური მომსახურებები გვაახლოვებს განვითარებულ სადაზღვევო ბაზართან, როგორიცაა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი” აგრძელებს ახალი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის. “დაეზღვიე როცა გჭირდება” სლოგანით შეიქმნა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი “მედიქ ქარდ ბეიბი”. ამ პროდუქტის საშუალებით ექვსი თვის ჩათვლით ორსულ ქალბატონებს შეუძლიათ დააზღვიონ მშობიარობის ხარჯები. “ალდაგი ბისიაის” აქვს ექვსი პროვაიდერი სამშობიარო: ჩაჩავა, ბიბიდა, ჰერა, გაგუა, ჯანმრთელობის სახლი – ოქროს საწმისი XXI საუკუნე, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი – საპატრიარქოს სამშობიარო. (პროდუქტი ვრცელდება მხოლოდ ამ პროვაიდერ სამშობიაროებზე)

“მედიქ ქარდ ბეიბის” აქვს დაგროვების ბარათის სახე. მაგ.:  ვთქვათ მშობიარობა ჯდება 1600 ლარი და ორსული მესამე თვეშია. დაზღვევის შემთხვევაში 1600 ლარის ნაცვლად იხდის დაახლოებით 1500 ლარს და ეს თანხა ნაწილდება ყოველთვიურად თვეში 250 ლარის ოდენებით. ამასთან, კომპანიის სერვისში შედის გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება, მომხმარებელს “ალდაგი ბისიაი” 1500 ლარის ლიმიტს ჩუქნის.

 სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მარტივად შესაძლებელია პროვაიდერი სამშობიაროს შეცვალა და მშბიარობის ლიმიტის გაზრდა/შემცირება. ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელს უბრუნდება გადახდილ თანხას მინუს 30 ლარი (30 ლარი მომსახურების საკომისიოა).

ბრძოლა ლიდერობისთვის

ქართული სადაზღვევო ბაზარის ჩამოყალიბების დღიდან  უპირობო ლიდერი გახლავთ ალდაგი ბისიაი. პირველად 2009 წლის დასაწყისში ალდაგმა ლიდერობა ცოტა ხნით დათმო და წლის ბოლიმდე კვლავ დაიბრუნა, მრავალპროფილური პროდუქტების და ხარისხიანი სერვისის ხარჯზე.

რადიო კომერსანტის ცნობით 2010 წლის მონაცემებით პირველობა ალდაგს იმედი ელ-მა ჩამოართვა. იმედი ელ-ს მოზიდული აქვს 79 მილიონი ლარი, ანაზღაურებული კი 37 მილიონი ლარი. ალდაგს მოზიდული აქვს 69 მილიონი ლარი და ანაზღაურებული 33 მილიონი ლარი.

ალდაგი ბისიაის გენერელური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამ ფაქტების გამოქვეყნებას ნაადრევად მიიჩნევს, რადგან ალდაგმა ცვლილებები შეიტანა მონაცემებში და დაამატა სამ წლიანი მოზიდული პრემია სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. იმედი ელ-ს ემ სახელმწიფო პროგრამიდან მიღებული თანხებიც აქვს ასახული და ამიტომ გადაინაცვლა პირველ ადგილზე.

ეს მონაცემები გადაგზავნილია ეროვნულ ბანკში, რომელიც მალე გამოაქვეყნებს შედეგებს. ჩემი აზრით ეს დიდერობის დაკარგვაც დროებითია და სულ მალე ალდაგი კვლავ დაიბრუნებას  ლიდერობას. ნამდვილად საინტერესო იქნება შეინარჩუნებს თუ არა უწყვეტ ლიდერობას ალდაგი ბისიაი.

უნებლიე თაღლითობა

გიამბობთ მორიგი საინტერესო ”ქეისის” შესახებ.

ზურა, 41 წლის, დასაოჯახებელი. (გამოგონილი პერსონაჟი)

ზურამ გერმანიაში შეიძინა მერსედესის ფირმის ავტომობილი, რომლის ჩამოყვანა დაუჯდა 10 000 დოლარი. გიჟებივით დადიანო, ნახევარმა თბილისმა ტარება არ იცისო და გადაწყვიტა დაეზღვია (სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვეთანხმები). მოიარა სადაზღვევო კომპანიები, გაიგო ყველას პირობები და ერთ-ერთ კომპანიაში დაეზღვა (გადაიხადა 430 დოლარი).

მესამე თვის მიწურულს ზურა სამსახურიდან დაღლილი მიდიოდა სახლში, შუქნიშანზე წითელი ფერი ვერ შეამჩნია და შეეჯახა მეორე ავომობილს. ეგრევე დარეკა სადაზღვევო კომპანიაში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სადაზღვევოს წარმომადგენლები და შეაფასეს ზარალი. ხუთ დღეში მეორე მანქანის მძღოლს კომპანიამ აუნაზღაურა ის ზარალი 3000 დოლარი, ხოლო ზურას შესთავაზეს ან ჩვენ გაგიკეთებთ მანქანას გარანტიით ან ფულს ჩაგირიცხავთო (2000 დოლარი).

ზურამ ფული არჩია და დაბალი ხარისხის პროფილაქტიკაში შეაკეთა მანქანა 1300 დოლარად. 700 დოლარი ჯიბეში ჩაიდო და ბედნიერმა გააგრძელა ცხოვრება.

რამდენიმე თვეში ზურამ ისე დაამტვრია მანქანა, რომ გადასაგდები გახდა (გაატოტალა). მიმართა სადაზღვევოს და მოსთხოვა ახალი მანქანის ყიდვა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნათლად გამოჩნდა რომ ზურას მანქანა ბოლომდე არ გაუკეთებია (პირველი ავტო-საგზაო შემთხვევიდან), თან ფულის გაკეთების მიზნით პროფილაქტიკაც ცუდი შეარჩია. სწორედ ეს გახდა მეორედ დამტვრევის მიზეზი  და კომპანიამ აღარაფერი აუნაზღაურა.

700 დოლარმა კინაღამ სიცოცხლე დააკარგინა, მანქანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

დაეზღვიე, როცა გჭირდება

5 აპრილს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ჩაატარა. ახალი სახის ჯანმრთელობის პროდუქტი, მედიქ ქარდი, ინოვაციურია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.

საქართველოში სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა საკმაოდ ჭირს, რადგან მოსახლეობა რეალურად ვერ აფასებს რისკებს და არ სურს ფულის გადახდა სამომავლო რისკის მინიმიზაციისთვის.

ალდაგი ბისიაი მედიქ ქარდით მოსახლეობას საშუალებას აძლევს დაეზღვიოს მაშინ როდესაც დაჭირდება. მედიქ ქარდს იღებ უფასოდ, საჭიროების შემთხვევაში მიდიხარ ჩემი ოჯახის კლინიკაში, იხდი 99 ლარს და ბარათი აქტიურდება. ერთი წლის განმავლობაში უნდა გააქტიურო ბარათი და ბარათის მოქმედების ვადა ითვლება გააქტიურების მომენტიდან.

ბარათის გააქტიურების შემდეგ ირებ 50 ლარიან საჩუქარს ამბულატორიის სახით. გეყოლება პირადი სადაზღვევო აგენტი. ასევე ოჯახის ექიმის მომსახურება შეუზღუდავად, 24 საათიანი ასისტანსი (სატელეფონო კონსულტაცია) შეუზღუდავად. გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია 100%–იანი თანადაფინანსებით (მოცდის პერიოდი 1 თვე) , ამბულატორიული მომსახურება შეუზღუდავად 50%–იანი თანადაფინანსებით, მედიკამენტებზე ფასდაკლება რეცეფტის გარეშე.

ახალი პროდუქტის ახალი რეკლამა

IC Group vs Aldagi Bci

3 დღის უკან წავაწყდი საინტერესო ”სიახლეს” სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“აი სი ჯგუფი საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად სადაზღვევო ბაზარზე აი სი ჯგუფის დაზღვევის შეძენისას მომხმარებლები საშეღავათო პერიოდითაც ისარგებლებენ. პოლისის გამოწერის შემდეგ დაზღვეულს შესაძლებლობა ექნება 10 დღის განმავლობაში გააქტიუროს საკუთარი სადაზღვევო პოლისი ბანკში პრემიის გადახდის საშუალებით. აქტივაციის დასტურს კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით საკუთარ მობილურ ტელეფონზე მიიღებს.”

როგორც აღმოჩნდა ეს მომსახურება არც თუ ისეთი ინოვაციური და ახალი ყოფილა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის სააგენტო ქსელის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს დაზღვევა წინა ზაფხულს ადგილზე მომსახურებით, თუ ვერ ახეხებთ მოსვლას ოფისში ჩვენთითონ მოვალთ და ადგილზე მოგემსახურებითო. როგორც გავარკვიე ალდაგს გაუკეთებია დიდი და მძლავრი სააგენტო ქსელი 9 თვის უკან, ხოლო დეკემბერში გამოუცხადებიათ დამატებით 300 ვაკანტური ადგილი გარე გაყიდვებში.

აისი ჯგუფს ერთადერთი გადახდის ვადა აქვთ გაზრდილი 10 დღემდე სხვა კომპანიებთან შედარებით.

”ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო” ამ სიტუაციაზეა ნათქვამი.

უზრუნველყოფილი სიბერე

გაქვს უზრუნველყოფილი სიბერე? იზრუნე რომ გქონდეს!

საქართველოში პენსიონერები ძირითადად დამოკიდებულნი არიან მხოლოდ სახელმწიფო პენსიაზე, რომელიც არაფერში ჰყოფნით. განვითარებულ ქვეყნებში პოპულარულია საპენსიო ფონდების სისტემა. მსოფლიოს მასშტაბით, მიახლოვებით ექვს ტრილიონ აქტივს განაგებს სამასამდე  უდიდესი საპენსიო ფონდი (სადაზღვევო კომპანიები, სავალუტო  რეზერვები და ა.შ) ადამიანი აკეთებს ფულად შენეტანებს ანგარიშზე, რომელსაც კომპანია დებს ინვესტიციების სახით და მიღებული მოგებით შენატანი იზრდება პირდაპირპროპორციულად. წლების განმავლობაში მოგება გიგროვდება და საბოლოო ჯამში იღებ დამატებით თანხებს პენსიის სახით. ეს სისტემა ჰგავს გრძელვადიან ანაბარს და აქვს თავისი უპირატესობები. შეტანილი თანხების დაკარგვის რისკი კი მინიმალურია.

პირველად საქართველოში 2001 წელს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა შექმნა საპენსიო დაზღვევა. ჰოლდინგის საპენსიო სქემა მეტწილად კორპორაციულ საპენსიო ფონდს ემყარება. მომხმარებლების დიდი უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულების, სიდიდისა და პროფილის 300-ზე მეტი კომპანიის თანამშრომლები არიან.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ კი 6 წელის უკან შექმნა  საპენსიო დაზღვევის ფონდი, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინდივიდუალურ ასევე კორპორაციულ სეგმენტზე. ამ სისტემის უპირატესობებია ის რომ, კერძო პენსიის მიღების შემთხვევაში არ კარგავ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას, საპენსიო შენატანის ოდენობა არ არის ფიქსირებული, თავად განსაზღვრავ საპენსიო შენატანების ოდენობას, გადახდის პერიოდულობას და ფორმებს, შესაძლებელია პენსიის მემკვიდრეობით გადაცემა, საშუალება გაქვს  მუდმივად ადევნო თვალყური საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს, შეგიძლია ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ გაიტანო საპენსიო დანაგროვი, ჯარიმების გადახდის გარეშე. ფონდის წევრის საპენსიო ასაკამდე გარდაცვალების შემთხვევაში, მისი საპენსიო დანაგროვი მთლიანად გადაეცემა მის მემკვიდრეს.

ალდაგი ბისიაის აქვს სამი სახის პენსია

მუდმივი პენსია
როცა საპენსიო ფონდის მონაწილე პენსიას მიიღებს პენსიის გაცემის დაწყებიდან სიცოცხლის ბოლომდე;

ვადიანი პენსია
როცა საპენსიო ფონდის მონაწილე პენსიას მიიღებს პენსიის გაცემის დაწყებიდან მისთვის სასურველი პერიოდის განმავლობაში;

ერთჯერადი პენსია
როცა საპენსიო ფონდის მონაწილე, პენსიაზე გასვლისას, ერთჯერადად მიიღებს საპენსიო დანაგროვის ნაწილს, ხოლო დარჩენილ თანხას წევრი მიიღებს მუდმივი ან ვადიანი პენსიის სახით.

გახსენი საპენსიო ფონდი და ნუ იქნები დამოკიდებული სხვაზე.