უზრუნველყოფილი სიბერე

გაქვს უზრუნველყოფილი სიბერე? იზრუნე რომ გქონდეს!

საქართველოში პენსიონერები ძირითადად დამოკიდებულნი არიან მხოლოდ სახელმწიფო პენსიაზე, რომელიც არაფერში ჰყოფნით. განვითარებულ ქვეყნებში პოპულარულია საპენსიო ფონდების სისტემა. მსოფლიოს მასშტაბით, მიახლოვებით ექვს ტრილიონ აქტივს განაგებს სამასამდე  უდიდესი საპენსიო ფონდი (სადაზღვევო კომპანიები, სავალუტო  რეზერვები და ა.შ) ადამიანი აკეთებს ფულად შენეტანებს ანგარიშზე, რომელსაც კომპანია დებს ინვესტიციების სახით და მიღებული მოგებით შენატანი იზრდება პირდაპირპროპორციულად. წლების განმავლობაში მოგება გიგროვდება და საბოლოო ჯამში იღებ დამატებით თანხებს პენსიის სახით. ეს სისტემა ჰგავს გრძელვადიან ანაბარს და აქვს თავისი უპირატესობები. შეტანილი თანხების დაკარგვის რისკი კი მინიმალურია.

პირველად საქართველოში 2001 წელს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა შექმნა საპენსიო დაზღვევა. ჰოლდინგის საპენსიო სქემა მეტწილად კორპორაციულ საპენსიო ფონდს ემყარება. მომხმარებლების დიდი უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულების, სიდიდისა და პროფილის 300-ზე მეტი კომპანიის თანამშრომლები არიან.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ კი 6 წელის უკან შექმნა  საპენსიო დაზღვევის ფონდი, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინდივიდუალურ ასევე კორპორაციულ სეგმენტზე. ამ სისტემის უპირატესობებია ის რომ, კერძო პენსიის მიღების შემთხვევაში არ კარგავ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას, საპენსიო შენატანის ოდენობა არ არის ფიქსირებული, თავად განსაზღვრავ საპენსიო შენატანების ოდენობას, გადახდის პერიოდულობას და ფორმებს, შესაძლებელია პენსიის მემკვიდრეობით გადაცემა, საშუალება გაქვს  მუდმივად ადევნო თვალყური საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს, შეგიძლია ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ გაიტანო საპენსიო დანაგროვი, ჯარიმების გადახდის გარეშე. ფონდის წევრის საპენსიო ასაკამდე გარდაცვალების შემთხვევაში, მისი საპენსიო დანაგროვი მთლიანად გადაეცემა მის მემკვიდრეს.

ალდაგი ბისიაის აქვს სამი სახის პენსია

მუდმივი პენსია
როცა საპენსიო ფონდის მონაწილე პენსიას მიიღებს პენსიის გაცემის დაწყებიდან სიცოცხლის ბოლომდე;

ვადიანი პენსია
როცა საპენსიო ფონდის მონაწილე პენსიას მიიღებს პენსიის გაცემის დაწყებიდან მისთვის სასურველი პერიოდის განმავლობაში;

ერთჯერადი პენსია
როცა საპენსიო ფონდის მონაწილე, პენსიაზე გასვლისას, ერთჯერადად მიიღებს საპენსიო დანაგროვის ნაწილს, ხოლო დარჩენილ თანხას წევრი მიიღებს მუდმივი ან ვადიანი პენსიის სახით.

გახსენი საპენსიო ფონდი და ნუ იქნები დამოკიდებული სხვაზე.

1 responses to “უზრუნველყოფილი სიბერე

  1. mamotivirebeli statiaa 🙂
    vizrunot momavalze 🙂

დატოვე კომენტარი