Tag Archives: აი სი ჯგუფი

IC Group vs Aldagi Bci

3 დღის უკან წავაწყდი საინტერესო ”სიახლეს” სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“აი სი ჯგუფი საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად სადაზღვევო ბაზარზე აი სი ჯგუფის დაზღვევის შეძენისას მომხმარებლები საშეღავათო პერიოდითაც ისარგებლებენ. პოლისის გამოწერის შემდეგ დაზღვეულს შესაძლებლობა ექნება 10 დღის განმავლობაში გააქტიუროს საკუთარი სადაზღვევო პოლისი ბანკში პრემიის გადახდის საშუალებით. აქტივაციის დასტურს კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით საკუთარ მობილურ ტელეფონზე მიიღებს.”

როგორც აღმოჩნდა ეს მომსახურება არც თუ ისეთი ინოვაციური და ახალი ყოფილა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის სააგენტო ქსელის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს დაზღვევა წინა ზაფხულს ადგილზე მომსახურებით, თუ ვერ ახეხებთ მოსვლას ოფისში ჩვენთითონ მოვალთ და ადგილზე მოგემსახურებითო. როგორც გავარკვიე ალდაგს გაუკეთებია დიდი და მძლავრი სააგენტო ქსელი 9 თვის უკან, ხოლო დეკემბერში გამოუცხადებიათ დამატებით 300 ვაკანტური ადგილი გარე გაყიდვებში.

აისი ჯგუფს ერთადერთი გადახდის ვადა აქვთ გაზრდილი 10 დღემდე სხვა კომპანიებთან შედარებით.

”ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო” ამ სიტუაციაზეა ნათქვამი.

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი

აი სი ჯგუფი  2005 წ ლის 10 ნოემბერს დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, კომპანიამ წარმატებით შეძლო ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერთა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.
აი სი ჯგუფი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე საშუალო და მსხვილი მოცულობი ს იურიდიულ პირებს. კომპანიის მომხმარებლებს წარმოადგენენ უმსხვილესი კომერციული ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, საბანკო-საფინანსო სტრუქტურები, კვებისა და მსხვილი მრეწველობის, უცხოური იმპორტიორების წარმომადგენლობები, გადამზიდველი კომპანიები და სხვა.
2009 წლის 5 მაისს აი სი ჯგუფის მიერ შეძენილ იქნა სახალხო დაზღვევის აქციების 100%-იანი წილი, ხოლო კომპანიათა შერწყმის პროცესი იმავე წლის 15 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნული გაერთიანებით აი სი ჯგუფმა შეძლო გაეორმაგებინა არსებული პორტფელი და რაც მთავარია გაეზარდა კომპანიის სამოქმედო არეალი. დღევანდელი მდგომარეობით აი სი ჯგუფის წარმომადგენლები და სააგენტო ქსელი  ფაქტიურად მთელი საქართველოს მასშტაბით  ოპერირებენ.
აი სი ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებში, ასევე მონაწილეობს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების  პროექტში.
2010 წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა თბილისის ცენტრში შეიძინა ახალი შენობა, რომელშიც სათაო ოფისთან ერთად მომხმარებელთა მომსახურების ცენტრიც განთავსდება.
საქართველო, თბილისი 0162, მოსაშვილის ქ. 24
ტელ.: +995 (32) 20 88 88; 25 77 77
ფაქსი: +995 (32) 91 24 27