სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი

“ალდაგი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ ლიდერის პოზიციაზეა. 2006 წლის ბოლოს “ალდაგი”-ს აქციების 100% სადაზღვევო კომპანია “ბისიაი”-მ შეიძინა. “ბისიაი” 1998 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახლდათ, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი საქართველოს ბანკია.

2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა: “ალდაგი”-მ შეიძინა სადაზღვევო კომპანია “სელბი”, ხოლო “ბისიაი”-მ – “ევროპეისი”.

2007 წელს ორი კომპანია გაერთიანდა და ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია გაჩნდა.

ალდაგი ბისიაი 80-მდე ტიპის დაზღვევას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. ალდაგი ბისიაიში შესაძლებელია ქონების, ჯანმრთელობის, ავტოტრანსპორტის, ტვირთების, პასუხისმგებლობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევების, დამქირავებლის პასუხიმგებლობის, მანქანა-დანადგარების, საავიაციო და საწყალოსნო რისკების დაზღვევა.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი იყო ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც ინდივიდუალური სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა დაიწყო. 2006 წლიდან ნებისმიერ კერძო პირს საშუალება აქვს შეიძინოს ავტოდაზღვევა, სამედიცინო დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის მუშაობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს:

• მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურება
• მოქნილი, ინდივიდზე მორგებული პროდუქტები
• მარტივი პროცედურები
• მოქნილი სატარიფო პოლიტიკა
• სადაზღვევო შემთხვევის ეფექტური დარეგულირება

http://www.aldagibci.ge/

ალდაგი ბისიაის ცენტრალური ოფისი
მის: ყაზბეგის 3-5 (მელიქიშვილის გამზ №10)
ტელ: +995 32 444 808/ 999
ფაქსი: +995 32 294 905

ალდაგი ბისიაის მომსახურების ცენტრი
თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. #44
ფაქსი: +995 32 294 905
ტელ: +995 32 444 801

ფოთის ფილიალი
აღმაშენებლის ქუჩა №31
ტელ/ფაქსი: +995 (293) 28514

ბათუმის ფილიალი
ერას ქუჩა №82
ტელ/ფაქსი: +995 (222) 7 17 11

ქუთაისის ფილიალი
თბილისის ქუჩა №2
ტელ : (8 231) 52738
ფაქსი: (8 231) 41273

ოზურგეთის ფილიალი
ჭავჭავაძის ქუჩა №4

3 responses to “სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი

  1. თუ ადამიანს სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია და დაზღვეული არ არის, რამდენად შესაძლებელია მისი დაზღვევა იმ პერიოდში?

  2. დედას ჭირდება ოპერაცია თუ შეიძლება დაზღვიოს .იგი არის 68 წლის .ოპერაციას 3000ლარი სჭირდება.

  3. თამარი

    დაზღვეული ვარ ალდაგი ბისიაიში.ჩავიტარე ცოფის საწინააღმდეგო მკურნალობა მე5 საავადმყოფოში. ფორმა 100 ის წარდგენის შემთხვევაში ამინაზღაურებს თუ არა კომპანია გაწეულ ხარჯებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s