სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი და ბაზრის კვლევის შედეგები

გაზეთ “ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიურმა ჯგუფმა და სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL-მა სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი და სადაზღვევო პროდუქტებისადმი მოქალაქეთა დამოკიდებულება შეისწავლა. სათანადო კითხვარის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქალაქ თბილისში გამოკითხულ იქნა 485 რესპოდენტი, 27-29 დეკემბერს.

სადაზღვევო კომპანიებს შორის ნდობის და, შესაბამისად, ცნობადობის რეიტინგში “ალდაგი ბისიაი” ლიდერობს. მას გამოკითხულთა 26,6% ენდობა. მეორე ადგილზეა “ჯიპიაი ჰოლდინგი” – 19,7%-ით. “ალდაგის” წარმატებას მისი ტრადიციულობა განაპირობებს, ხოლო “ჯიპიაის” განვითარებაზე ორიენტირებული მენეჯმენტი. მესამეა “ირაო”. რეკლამა და წინა მეწილეების შარმისგან მომდინარე ინერცია კომპანიას დღემდე გამოჰყვა. მეოთხე “იმედი L International”-ია, რომლის 9,4% არც თუ ურიგო შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ კომპანიამ დღემდე ვერ შეძლო ექსპერტების იმედების გამართლება და მნიშვნელოვანი წარმატების მოპოვება ბაზარზე. მოკრძალებულად გამოიყურება “აისი ჯგუფის” მეხუთე ადგილი და 7,2%-იანი ნდობის რეიტინგი, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ ახლახანს “სახალხო დაზღვევა” შეიძინა, პერსპექტივაზეა ორიენტირებული და თანამედროვე მენეჯმენტით გამოირჩევა.
დამაფიქრებელია მოქალაქეთა პასუხები სადაზღვევო პროდუქტებთან (სერვისებთან) დაკავშირებით. გამოკითხულთა თითქმის 22% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. ავტომობილს აზღვევს 8,6%, რაც თავისთავად დაბალი მაჩვენებელია თბილისისთვის. სიცოცხლის დაზღვევით მოქალაქეთა მხოლოდ 7% სარგებლობს. თბილისელების სიდუხჭირეს თვალნათლივ წარმოაჩენს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დაზღვევის არცერთი სახით არ სარგებლობენ – მათი რაოდენობა გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 55%-ს შეადგენს.
არცერთი სადაზღვევო პროდუქტით ვინც არ სარგებლობს, მათი 54,5% ასე იქცევა, რადგან არ აქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება. 25,6% უბრალოდ, არ ენდობა სადაზღვევო კომპანიებს.
კითხვაზე საშუალება, რომ გქონდეთ რომელი სადაზღვევო პროდუქტით (სერვისით) ისარგებლებდით, უმეტესობა სამედიცინო დაზღვევას ასახელებს. მეორე პოზიცია სიცოცხლის დაზღვევას უჭირავს, მესამე ავტომობილის დაზღვევას. ჩვენი მოქალაქეების მესამედი, საშუალება, რომ ჰქონდეს ისარგებლებდა ქონების დაზღვევით, მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევით, საპენსიო დაზღვევით, დააზღვევდა თავის დეპოზიტს ბანკში და უეჭველად დაეზღვევოდა უცხოეთში მოგზაურობისას.
რომელ სადაზღვევო კომპანიას ენდობით?
1. “ალდაგი ბისიაი” – 26,6%
2. “ჯი პი აი ჰოლდინგი” – 19,7%
3. “ირაო” – 12,9%
4. “იმედი L International” – 9,4%
5. “აი სი ჯგუფი” – 7,2%
6. “ტაო” – 5,6%
7. “ვესტი” – 3,2%
8. “ქართუ” – 2,8%
9. “პარტნიორი” – 1,6%
10. “AIG-Europe SA” – 0,6%
11. “არქიმედეს გლობალ ჯორჯია” – 0,4%
12. “სტანდარტ დაზღვევა საქართველო” – 0,4%
13. არცერთს – 9,6%

სარგებლობთ თუ არა სადაზღვევო სერვისებით?
1. არც ერთით არ ვსარგებლობ – 55%
2. სამედიცინო დაზღვევა – 21.9%
3. ავტომობილის დაზღვევა – 8,6%
4. სიცოცხლის დაზღვევა – 7%
5. ქონების დაზღვევა – 4,8%
6. სხვა – 1,4%
7. მესამე პირისადმი პასუხისმგებლობით დაზღვევა – 1,3%

თუ არ სარგებლობთ რატომ?
1. არ მაქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება – 54,5%
2. არ ვენდობი სადაზღვევო კომპანიებს – 25,6%
3. არ მსურს `დავითარსო~ – 13,5%
4. სხვა – 6,4%

ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში სადაზღვევო პროდუქტები?
1. არა – 66,4%
2. კი – 20,5%
3. არ ვიცი – 13,1%

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s