ალდაგი ბისიაის 2010 წლის შედეგები

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ 2010 წლის შედეგები შეაჯამა. როგორც სასტუმროთბილისი მერიოტშიგამართულ პრესკონფერენციაზეალდაგი ბისიაისგენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, 2010 წელი წარმატებული და საკმაოდ საინტერესო წელი იყო კომპანიისთვის, როგორც ფინანსური კუთხით ასევე ამავე წელს დაწყებული პროექტებით, რომელიც 2011 წელსაც გაგრძელდება. 2010 წლის განმავლობაში ალდაგი ბისიაის მიერ მოზიდულმა პრემიამ 69,753,730 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა 33,147,804 ლარი. კომპანიის პორტფელის ნახევარი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, 204 ათასი ადამიანი სარგებლობს ალდაგი ბისიაის ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებით. მხოლოდ სახელმწიფო პროექტებში 91 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება. ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით მოზიდული პრემია 29,350,829 ლარს შედაგენს, ხოლო ანაზღაურებული ზარალი 25,794,882 ლარს, მოზიდული პრემიითა და ანაზღაურებული ზარალით ჯანმრთელობის დაზღვევას მოსდევს ავტომობილის დაზღვევა, შემდეგ ქონების დაზღვევა და სხვა სახეობები. სადაზღვევო კოპანია ალდაგი ბისიაის სულ 250 ათასი ინდივიდუალური და 3000–მდე კორპორატიული ორგანიზაცია ყავს დაზღვეული. მახარებს ის, რომ 20 წლის განმავლობაში უცვლელი ლიდერები ვართ. პირველები ვართ ყველა მიმართულებით, იქნება ეს მომგებიანობა, შემოსავლები, ზარალის ანაზღაურება, პროდუქტების რაოდენობა და სხვა. ვაპირებთ სადაზღვევო სექტორში ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნოთ“ – განაცხადა ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ. 2010 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიამ ახალი ტიპის სერვის ცენტრი გახნსა, რომელშიც შესაძლებელია ყველა სახის სადაზღვევო მომსახურების მიღება, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში. 2010 წლის ბოლოსკენ სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად მასშტაბური დასაქმების პროგრამა აამოქმედა, რაც გულისხმობ იმას, რომ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობა ექნება გაიაროს უფასო დაზღვევის საქმიანობის შემსწავლელი სამ თვიანი კურსები და შემდგომ დასაქმდეს ალდაგი ბისიაიში. „დაინტერესება საკმაოდ დიდია, ამ ეტაპისთვის გასაუბრება გაიარა 200–ზე მეტმა ახალგაზრდამ და ამ ეტაპისთვის უკვე შერჩეულ იქნა 80–ზე მეტი ადამიანი, რომელიც გაივლის სასწავლო კურსს, პროექტის დაწყებიდან დღემდე უკვე 50 ადამიანი დასაქმდა ჩვენს კომპანიაში. 2011 წლის ბოლომდე დაგეგმილია 500–მდე ადამიანის დასაქმება“– განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემრაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, 2011 წლის დასაწყისში კომპანია ბაზარს შესთავაზებს ჯანმრთელობის დაზღვევის უნიკალურ პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და ფასი ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ნებისმიერი ფენისთვის. აღნიშნულ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტში სამედიცინო მომსახურების თითქმის მთელი სპექტრი იქნება მოცული. მსგავს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური და ფინანსური პრობლემების გადაწყვეტას. კომპანიის მთავარ სტრატეგიად ისევ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება რჩება და სულ მალე ჩემი ოჯახის კლინიკის კიდევ ერთ ახალი ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ფილიალს გავხსნით, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით“ – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s