ღირს თუ არა სიცოცხლის დაზღვევა?

საინტერესოა, თუ რატომ არ არის პოპულარული საქართველოში სიცოცხლის დაზღვევა? ალბათ იმიტომ რომ ჯერ კიდევ აქტუალურია გასვენებებზე “ფულის დაწერის” სისტემა.  პირველად რომაელებმა ჩაუყარეს საფუძველი სიცოცხლის დაზღვევას. ხალხი ერთიანდებოდა ჯგუფებად, კრებდნენ ფულს და გარდაცვლილის ოჯახს აძლევდნენ დასაფლავების ხარჯების ასანაზღაურებლად. დღეს-დღეისობით რა არის სიცოცხლის დაზღვევა, თუ არა მინიმუმ დაკრძალვის ხარჯების დაფარვის გარანტია. როგორც მიხვდით მე მივეკუთნები იმ კატეგორია ხალხს ვინც მომხრეა ამ მომსახურების. ჩემი აზრით სიცოცხლის დაზღვევა არის ერთგვარი ზრუნვა შენს ოჯახზე. მომავალი იმდენად გაურკვეველია არ იცი რა დროს რა გელის, მაგრამ ის მაინც იცი, რომ რამე შენ ოჯახს მოუწევს შედარებით ნაკლები ნერვიულობა, თუ სად იშოვონ ფული დასაფლავებისთვის, რომელიც არც თუ ისე იაფი ჯდება. დაზღვევის შემთხვევაში უზრუნველყოფ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახს  უზრუნველყოფ მატერიალურად და “ფულის დაწერაც” აღარ იქნება საჭირო.

6 responses to “ღირს თუ არა სიცოცხლის დაზღვევა?

  1. შეიძლება კარგიცაა, მაგრამ საერთოდ საშიშია:) არიან ამ ქვყნად ადამიანები ვისტვისაც ეს საქმე ცუდი ბიზნესია, ადრე გახმაურდა ერთი სასამართლო პროცესი, მთავარი გმირი ქართველი კაცი იყო, რომლესაც სამი ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, მოკლედ ეს კაცი საქართველოში ირთავდა ცოლს, მიჰყავდა რუსეთში, უზღვევდა სიცოცხლეს, და მერე კლავდა. ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, მაგრამ შესაძლებელი:)

    • ეგეთი შემთხვევები უიშვიათესია,მითუმეტეს საქართველოში.საინტერესო ფაქტი გაგახსენდა😉

  2. მემგონი იმის გამო, რომ ვინმე მოგკლავს არ უნდა თქვა უარი სიცოცხლის დაზღვევაზე.🙂

  3. დღეს მხოლოდ ინდივიდის სურვილზე ნაღდად არა სიცოცხლის-დაზღვევის საკითხი.
    გაიხედ-გამოიხედე ვის ცხელა სიცოცხლის დაზღვევისთვის?🙂

    თუ საჭიროება არ მოითქხოვს (სავალდებულოა კომპანიაში, ფეხბურთელებისთვის, საზღვარგარეთ წასასვლელად…) სხვა შემთხვევაში არავინ არ იჩენს დაზღვევის ინიციატივას (რასაკვირველია 100%-ს არ ვგულისხმობ).

    თან ხო ნახე, რამდენიმე სადაზღვევო კომპანია თაღლითობაში ამხილეს და 16 პიროვნებას (თუ ზუსტად მახსოვს) ბრალიც წაუყენეს🙂

    ისე კი არამარტო სიცოცხლის, არამედ ზოგადად დაზღვევა მისასალმებელია და რატომაც არა…

  4. ნუ მე თუ ვარ დაზღვეული..მე სიციცხლის დაზღვევა ააფერში მარგია.. მაგრამ ოჯახს მაინც დავეხმარებით “პასმერტნა”.. ახლა ადამიანის დაკრძალვა ძალიან ძვირი ფუფუნებაა 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s