სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგმა” მძღოლი ქალბატონებისთვის აქცია დაიწყო



აქცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.

საქართველო, თბილისი, 2011 წ. 1 მარტი: ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ქალბატონებისთვის სპეციალური საგაზაფხულო აქცია დაიწყო. კომპანიამ მძღოლ ქალბატონებს ავტომობილის დაზღვევის ექსკლუზიური პირობები შესთავაზა.

თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: ”გაზაფხულის პირველ თვეს ორი დღესასწაული ეძღვნება ქალებს. ჩვენც გვინდოდა ერთგვარი სიურპრიზი გაგვეკეთებინა ქალბატონებისთვის და შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული პირობები. მთელი მარტის განმავლობაში მხოლოდ ქალებისთვის გვაქვს განსაკუთრებული ტარიფი – ავტოდაზღვევის სრული პაკეტი 3.5%-ად, ხოლო ნაწილობრივი დაფარვის პაკეტი: 2.5%-ად. ცხადია, აქცია მოიცავს ასევე საჩუქარსაც – ყველა ქალბატონს , რომელიც ავტოდაზღვევას შეიძენს საჩუქრად გადავცემთ ასევე პასუხისმგებლობის პოლისს – 5,000 ლარის ლიმიტით.”

ავტოდაზღვევის ნაწილობრივი დაზღვევის პაკეტი, რომლის ტარიფი წლიური 2.5%-ია, სრულად აანზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალს – მიუხედავად იმისა, თუ ვისი მიზეზით მოხდა ავარია. სრული პაკეტი კი ავტოსაგზაო შემთხვევის გარდა, ასევე დაფარავს შემდეგ რისკებს: ქურდობა, ყაჩაღობა, ბოროტგანზრახული ქმედება, სტიქიური მოვლენები და ხანძარი.

*ავტოდაზღვევის ტარიფი ითვლება დასაზღვევო ავტომობილის საბაზრო ღირებულებიდან და პოლისის წლიურ საფასურს შეადგენს. მაგალითად თუ ავტომობილის ღირებულებაა 7,000$, აქციის ფარგლებში სრული პაკეტი თვეში სულ რაღაც 20$ დაჯდება, ხოლო ნაწილობირვი დაფარვა – $14.5.

პასუხისმგებლობის პოლისი დაფარავს ზარალს, რომელიც დაზღვეული ავტომობილის მიზეზით მოხდა – თუ მაგალითად, ავტომობილი სხვას დაეჯახა, პასუხისმგებლობის პოლისი აუნაზღუარებს დაზარალებული მხარეს ხარჯებს (მანქანის შეკეთება თუ დაშავებულის მკურნალობა).

თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობის დაზღვევა აუცილებელია ყველა ავტომფლობელისთვის – ამ პოლისით დაცული ხარ იმ შემთხვევაში, თუ შენი მიზეზით სხვა ავტომობილი დაზიანდა – დაზარალებულ მხარეს ჩვენ ვუნაზღაურებთ თანხას. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ აქციის ფარგლებში ქალბატონებისთვის შეგვეთავაზებინა ეს პოლისი საჩუქრად. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პაკეტით ქალი მძღოლები უფრო საიმედოდ იგრძნობენ თავს”.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s