Tag Archives: commercial

IC Group vs Aldagi Bci

3 დღის უკან წავაწყდი საინტერესო ”სიახლეს” სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“აი სი ჯგუფი საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად სადაზღვევო ბაზარზე აი სი ჯგუფის დაზღვევის შეძენისას მომხმარებლები საშეღავათო პერიოდითაც ისარგებლებენ. პოლისის გამოწერის შემდეგ დაზღვეულს შესაძლებლობა ექნება 10 დღის განმავლობაში გააქტიუროს საკუთარი სადაზღვევო პოლისი ბანკში პრემიის გადახდის საშუალებით. აქტივაციის დასტურს კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით საკუთარ მობილურ ტელეფონზე მიიღებს.”

როგორც აღმოჩნდა ეს მომსახურება არც თუ ისეთი ინოვაციური და ახალი ყოფილა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის სააგენტო ქსელის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს დაზღვევა წინა ზაფხულს ადგილზე მომსახურებით, თუ ვერ ახეხებთ მოსვლას ოფისში ჩვენთითონ მოვალთ და ადგილზე მოგემსახურებითო. როგორც გავარკვიე ალდაგს გაუკეთებია დიდი და მძლავრი სააგენტო ქსელი 9 თვის უკან, ხოლო დეკემბერში გამოუცხადებიათ დამატებით 300 ვაკანტური ადგილი გარე გაყიდვებში.

აისი ჯგუფს ერთადერთი გადახდის ვადა აქვთ გაზრდილი 10 დღემდე სხვა კომპანიებთან შედარებით.

”ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო” ამ სიტუაციაზეა ნათქვამი.

ძველი და ძალიან სახალისო რეკლამა

ეს არის 3-4 წლის წინანდელი ძალიან სახალისო რეკლამა

ძვეილი რეკლამა

ოთხი წლის წინანდეკლი  რეკლამაა, მაგრამ თავისთავად საინტერესო და სახალისო

ალდაგი ბისიაი – ბაადურ ლაგვილავა

ძველი მაგრამ ძალიან მაგარი რეკლამა. ბაადურ ლაგვილავა გენიალურია

იმედი L

იმედი L-ის ძველი მაგრამ კარგი რეკლამა გამახსენდა