Tag Archives: ავტო საგზაო შემთხვევა

სადაზღვევო კომაპანია “ალდაგი ბისიაის” გრანდიოზული აქცია ჯიპებისთვის – მოემზადეთ ზამთრისთვის!

ჯიპების აქცია

სტატისტიკური მაჩვენებლებით  ზამთის პერიოდში დაახლოებით 10% –ით  მატულობს ავარიული შემთხვევები.

სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანია “ალდაგი  ბისიაი”  ავტომფლობელთათვის  ახალ საზამთრო აქციას იწყებს სახელწოდებით „მოემზადე ზამთრისთვის“. ზამთრის განმავლობაში კომპანია უპრეცენდეტო პირობებს შესთავაზებს მომხმარებლებს. აქციის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ ჯიპები  გამორჩეულად  დაბალ 3.8%  დააზღვიონ და ისარგებლონ ავტოდაზღვევის სრული პაკეტით. აქციაში “მოემზადე ზამთრისათვის” ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს, ვისი ავტომობილებიც 2003 წელს ზემოთ არის გამოშვებული. თუმცა, ქალბატონებისათვის ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს.

ვფიქრობ, იდეალური შეთავაზებაა ყველასათვის ვისაც ყავს ჯიპი და ვინც სათხილამურო სპორტის მოყვარულია  და ხშირად უხდება სიარული ბაკურიანისა და გუდაურის მიმართულებით.

 

უნებლიე თაღლითობა

გიამბობთ მორიგი საინტერესო ”ქეისის” შესახებ.

ზურა, 41 წლის, დასაოჯახებელი. (გამოგონილი პერსონაჟი)

ზურამ გერმანიაში შეიძინა მერსედესის ფირმის ავტომობილი, რომლის ჩამოყვანა დაუჯდა 10 000 დოლარი. გიჟებივით დადიანო, ნახევარმა თბილისმა ტარება არ იცისო და გადაწყვიტა დაეზღვია (სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვეთანხმები). მოიარა სადაზღვევო კომპანიები, გაიგო ყველას პირობები და ერთ-ერთ კომპანიაში დაეზღვა (გადაიხადა 430 დოლარი).

მესამე თვის მიწურულს ზურა სამსახურიდან დაღლილი მიდიოდა სახლში, შუქნიშანზე წითელი ფერი ვერ შეამჩნია და შეეჯახა მეორე ავომობილს. ეგრევე დარეკა სადაზღვევო კომპანიაში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სადაზღვევოს წარმომადგენლები და შეაფასეს ზარალი. ხუთ დღეში მეორე მანქანის მძღოლს კომპანიამ აუნაზღაურა ის ზარალი 3000 დოლარი, ხოლო ზურას შესთავაზეს ან ჩვენ გაგიკეთებთ მანქანას გარანტიით ან ფულს ჩაგირიცხავთო (2000 დოლარი).

ზურამ ფული არჩია და დაბალი ხარისხის პროფილაქტიკაში შეაკეთა მანქანა 1300 დოლარად. 700 დოლარი ჯიბეში ჩაიდო და ბედნიერმა გააგრძელა ცხოვრება.

რამდენიმე თვეში ზურამ ისე დაამტვრია მანქანა, რომ გადასაგდები გახდა (გაატოტალა). მიმართა სადაზღვევოს და მოსთხოვა ახალი მანქანის ყიდვა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნათლად გამოჩნდა რომ ზურას მანქანა ბოლომდე არ გაუკეთებია (პირველი ავტო-საგზაო შემთხვევიდან), თან ფულის გაკეთების მიზნით პროფილაქტიკაც ცუდი შეარჩია. სწორედ ეს გახდა მეორედ დამტვრევის მიზეზი  და კომპანიამ აღარაფერი აუნაზღაურა.

700 დოლარმა კინაღამ სიცოცხლე დააკარგინა, მანქანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

IC Group vs Aldagi Bci

3 დღის უკან წავაწყდი საინტერესო ”სიახლეს” სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“აი სი ჯგუფი საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად სადაზღვევო ბაზარზე აი სი ჯგუფის დაზღვევის შეძენისას მომხმარებლები საშეღავათო პერიოდითაც ისარგებლებენ. პოლისის გამოწერის შემდეგ დაზღვეულს შესაძლებლობა ექნება 10 დღის განმავლობაში გააქტიუროს საკუთარი სადაზღვევო პოლისი ბანკში პრემიის გადახდის საშუალებით. აქტივაციის დასტურს კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით საკუთარ მობილურ ტელეფონზე მიიღებს.”

როგორც აღმოჩნდა ეს მომსახურება არც თუ ისეთი ინოვაციური და ახალი ყოფილა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის სააგენტო ქსელის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს დაზღვევა წინა ზაფხულს ადგილზე მომსახურებით, თუ ვერ ახეხებთ მოსვლას ოფისში ჩვენთითონ მოვალთ და ადგილზე მოგემსახურებითო. როგორც გავარკვიე ალდაგს გაუკეთებია დიდი და მძლავრი სააგენტო ქსელი 9 თვის უკან, ხოლო დეკემბერში გამოუცხადებიათ დამატებით 300 ვაკანტური ადგილი გარე გაყიდვებში.

აისი ჯგუფს ერთადერთი გადახდის ვადა აქვთ გაზრდილი 10 დღემდე სხვა კომპანიებთან შედარებით.

”ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო” ამ სიტუაციაზეა ნათქვამი.

ძველი და ძალიან სახალისო რეკლამა

ეს არის 3-4 წლის წინანდელი ძალიან სახალისო რეკლამა

კლიენტი ყოველთვის მართალია???

”კლიენტი ყოველთვის მართალია”.

რამდენად გამართლებულია ეს გამონათქვამი? ერთმა კაცმა დააზღვია ავტომობილი (ვთქვათ BMW , არ მიყვარს ამ ფირმის ავტომობილები) გააფორმა პოლისი, შეიტანა პირველი შენატანი და 2 თვეში ავტომობილი დაამტვრია. დაზღვევის პროცესში მას რამოდენიმეჯერ აუხსნეს ხელშეკრულების პირობები. ზარალი ნაზღაურდება, თუ მძღოლი ფხიზელია, იძახებს პატრულს და პატრულის ოქმზე დაყრდნობით 24 საათის განმავლობაში ატყობინებს სადაზღვევო კომპანიას ავტო საგზაო შემთხვევის შესახებ. თუ პატრულს ვერ უკავშირდები ეგრევე სადაზღვევოს წარმომადგენელს იძახებ.

როგორ იქცევა კაცი? დაამტვრია BMW  და არც პატრული გამოიძახა და არც სადაზღვევოში დარეკა.  4 დღის მერე დარეკა სადაზღვევოში და ერთ-ერთ  თანამშრომელს დახმარება სთხოვა. მიზეზი რატომაც მან დაარღვია პოლისის პირობები გენიალურია – დამავიწყდა დაზღვეული რომ ვიყავიო. რა თქმა უნდა სადაზღვევომ არ აუნაზღაურა ზარალი. კაცს რომ კითხო  თურმე სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს და ტყუილად აყრევინებს ხალს ფულს, მაგრამ არის კი რეალურას ასე?