Tag Archives: ანაზღაურება

ბრძოლა ლიდერობისთვის

ქართული სადაზღვევო ბაზარის ჩამოყალიბების დღიდან  უპირობო ლიდერი გახლავთ ალდაგი ბისიაი. პირველად 2009 წლის დასაწყისში ალდაგმა ლიდერობა ცოტა ხნით დათმო და წლის ბოლიმდე კვლავ დაიბრუნა, მრავალპროფილური პროდუქტების და ხარისხიანი სერვისის ხარჯზე.

რადიო კომერსანტის ცნობით 2010 წლის მონაცემებით პირველობა ალდაგს იმედი ელ-მა ჩამოართვა. იმედი ელ-ს მოზიდული აქვს 79 მილიონი ლარი, ანაზღაურებული კი 37 მილიონი ლარი. ალდაგს მოზიდული აქვს 69 მილიონი ლარი და ანაზღაურებული 33 მილიონი ლარი.

ალდაგი ბისიაის გენერელური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამ ფაქტების გამოქვეყნებას ნაადრევად მიიჩნევს, რადგან ალდაგმა ცვლილებები შეიტანა მონაცემებში და დაამატა სამ წლიანი მოზიდული პრემია სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. იმედი ელ-ს ემ სახელმწიფო პროგრამიდან მიღებული თანხებიც აქვს ასახული და ამიტომ გადაინაცვლა პირველ ადგილზე.

ეს მონაცემები გადაგზავნილია ეროვნულ ბანკში, რომელიც მალე გამოაქვეყნებს შედეგებს. ჩემი აზრით ეს დიდერობის დაკარგვაც დროებითია და სულ მალე ალდაგი კვლავ დაიბრუნებას  ლიდერობას. ნამდვილად საინტერესო იქნება შეინარჩუნებს თუ არა უწყვეტ ლიდერობას ალდაგი ბისიაი.

უნებლიე თაღლითობა

გიამბობთ მორიგი საინტერესო ”ქეისის” შესახებ.

ზურა, 41 წლის, დასაოჯახებელი. (გამოგონილი პერსონაჟი)

ზურამ გერმანიაში შეიძინა მერსედესის ფირმის ავტომობილი, რომლის ჩამოყვანა დაუჯდა 10 000 დოლარი. გიჟებივით დადიანო, ნახევარმა თბილისმა ტარება არ იცისო და გადაწყვიტა დაეზღვია (სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვეთანხმები). მოიარა სადაზღვევო კომპანიები, გაიგო ყველას პირობები და ერთ-ერთ კომპანიაში დაეზღვა (გადაიხადა 430 დოლარი).

მესამე თვის მიწურულს ზურა სამსახურიდან დაღლილი მიდიოდა სახლში, შუქნიშანზე წითელი ფერი ვერ შეამჩნია და შეეჯახა მეორე ავომობილს. ეგრევე დარეკა სადაზღვევო კომპანიაში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სადაზღვევოს წარმომადგენლები და შეაფასეს ზარალი. ხუთ დღეში მეორე მანქანის მძღოლს კომპანიამ აუნაზღაურა ის ზარალი 3000 დოლარი, ხოლო ზურას შესთავაზეს ან ჩვენ გაგიკეთებთ მანქანას გარანტიით ან ფულს ჩაგირიცხავთო (2000 დოლარი).

ზურამ ფული არჩია და დაბალი ხარისხის პროფილაქტიკაში შეაკეთა მანქანა 1300 დოლარად. 700 დოლარი ჯიბეში ჩაიდო და ბედნიერმა გააგრძელა ცხოვრება.

რამდენიმე თვეში ზურამ ისე დაამტვრია მანქანა, რომ გადასაგდები გახდა (გაატოტალა). მიმართა სადაზღვევოს და მოსთხოვა ახალი მანქანის ყიდვა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნათლად გამოჩნდა რომ ზურას მანქანა ბოლომდე არ გაუკეთებია (პირველი ავტო-საგზაო შემთხვევიდან), თან ფულის გაკეთების მიზნით პროფილაქტიკაც ცუდი შეარჩია. სწორედ ეს გახდა მეორედ დამტვრევის მიზეზი  და კომპანიამ აღარაფერი აუნაზღაურა.

700 დოლარმა კინაღამ სიცოცხლე დააკარგინა, მანქანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ძველი და ძალიან სახალისო რეკლამა

ეს არის 3-4 წლის წინანდელი ძალიან სახალისო რეკლამა

ღირს თუ არა სიცოცხლის დაზღვევა?

საინტერესოა, თუ რატომ არ არის პოპულარული საქართველოში სიცოცხლის დაზღვევა? ალბათ იმიტომ რომ ჯერ კიდევ აქტუალურია გასვენებებზე “ფულის დაწერის” სისტემა.  პირველად რომაელებმა ჩაუყარეს საფუძველი სიცოცხლის დაზღვევას. ხალხი ერთიანდებოდა ჯგუფებად, კრებდნენ ფულს და გარდაცვლილის ოჯახს აძლევდნენ დასაფლავების ხარჯების ასანაზღაურებლად. დღეს-დღეისობით რა არის სიცოცხლის დაზღვევა, თუ არა მინიმუმ დაკრძალვის ხარჯების დაფარვის გარანტია. როგორც მიხვდით მე მივეკუთნები იმ კატეგორია ხალხს ვინც მომხრეა ამ მომსახურების. ჩემი აზრით სიცოცხლის დაზღვევა არის ერთგვარი ზრუნვა შენს ოჯახზე. მომავალი იმდენად გაურკვეველია არ იცი რა დროს რა გელის, მაგრამ ის მაინც იცი, რომ რამე შენ ოჯახს მოუწევს შედარებით ნაკლები ნერვიულობა, თუ სად იშოვონ ფული დასაფლავებისთვის, რომელიც არც თუ ისე იაფი ჯდება. დაზღვევის შემთხვევაში უზრუნველყოფ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახს  უზრუნველყოფ მატერიალურად და “ფულის დაწერაც” აღარ იქნება საჭირო.