ალდაგი ბისიაის პორექტი – გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ 2010 წლის დასაწყისიდან სოციალური პროექტის განახორციელება დაიწყო. პროექტი სახელწოდებით „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს” ტარდება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. პროექტში მონაწილეობას იღებენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. სულ პროექტში ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში 1000 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

“პროექტის მიზანია ჩვენი მომხმარებლების ჩაბმა სოციალურ აქტივობაში – სოციალური პასუხისმგებლობის აღება (კომპანიის მიერ მიღებული სადაზღვევო პრემიიდან გამოყოფილ ერთ პროცენტს ნებაყოფლობით დაემატება თითოეული პოლისის მყიდველის მიერ კიდევ ერთი პროცენტი)”.

პროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მობილიზებას მიუსაფარი ბავშვების მიმართ, ასეთი კატეგორიის ბავშვებისათვის თვითრეალიზაციის, საკუთარი ნიჭისა და შემოქმედების გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

 

4 responses to “ალდაგი ბისიაის პორექტი – გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს

  1. ეს სურათი ვიცი.. ^_^ ჩემი და ალდაგში მუშობისას აქტიურად იყო ჩართული იმ პროექტში ^_^ ერთხელ მეც კი ვიარე ამ ბავშვებთან ერთად, “პრფილისთვის” როდესაც ამზადებდნენ მომრერლებს….
    პროექტი ნამდვილად კარგია..ამ ბავშვებს აკლიათ სითბიო და მზრუნველობა და ალდაგმა ამით მართლაც კარგი საქმე გააკეთა

    • კარგი პროექთია, არა? მე ძალიან მომეწონა იდეა. ძალიან კარგი თუ ნამყოფი ხარ 🙂 ორი სიტყვით დაწერე როგორ მუშაობს პროექტი და როგორ ხდება კაი 🙂

  2. ნუ არამგონია კომპეტენტური პიროვნება რომ ვიყო ამ საქმეში, მე უბრალოდ დამსწრე ვიყავი .. თუმცა ობიექტურად კი შევძელი ამის შეფასება.. მე შევესწარი ბათუმიდან ბავშვების ჩამოსვლას. მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში თითქმის ყველა ბავშვს ჰყავს მშობელი, მაგრამ ზოგი ნარკომანი იყო, ზოგს ფულიც კი არ ჰქონდა ბავშვის აღზრდისათვის და ა.შ. ბავშვები, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან თბილები იყვნენ და აი უხაროდათ ცხოვრება და ღიმილით გიყურებდნენ. ამ პროექტში მომეწონა ის, რომ კომპანიის წარმომადგენლები ძალიან კარგად უვლიდნენ ამ პატარა ადამიანებს: ხვდებოდნენ სადგურზე, მიჰყავდათ სასტუმროში, კომპანიის 1–2 წარმომადგენელი სულ ბავშვებთან ერთ იყო, ეწყობოდა ექსკურსიები (მე სამებაში ასვლას დავესწარი) და ა.შ და ნამდვილად, ბავშვებისთვის, რომლებსაც სამწუხაროდ არც ისე ბევრი უნახავთ ცხოვრებაში, უხაროდათ და, პირდაპირი მნიშნველობით, ანათებდნენ. მით უმეტეს როდესაც საქმე ეხებოდა ასეთ პროექტში მონაწილეობას, ცნობილ ვარსკვლავთან დუეტის ჩაწერსა, რეიტინგულ გადაცემაში გადაღებაა…
    ალდაგი ბისიამ ბავშვებს ერთი დღე კი არა მგონი მთელი ერთი თვე გაულამაზა. და დარწმუნებულ ვარ ამ პატარებს მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ ეს მომენტები
    უფ რამდენი ვიბოდიალე :)))))

    • ძალიან მაგარია მონაწილეობა რომ მიიღე 🙂 მართლაც რომ კარგ საქმეს აკეთებენ, როგორც ალდაგი ბისიაის თანამშრომლები ასევე ის ხალხი ვინც ფულს იხდის დაზღვევაში.

დატოვე კომენტარი